19.06.2016

ტრენინგის მე-9 დღე

დასრულდა ტრენინგი, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები. მადლობა ქალბატონ ეკას ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგის ჩატარებისათვის. ველოდებით მომავალში  ასეთივე საინტერესო ტრენინგებს.

ცოტნე დადიანი

18.06.2016

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ მოდული 6. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რაც დამეხმარა იმაში, რომ განმესაზღვრა რამდენად კარგი სტრატეგია მაქვს არჩეული. გავწერეთ სასწავლო პროცედურები  და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე, თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებზე. გეგმაში გავწერეთ,თუ როგორ გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალუ შესაძლებლობები და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება, ასევე შევქმენით საავტორო  უფლებების ფაილი. დეტალურად გავარჩიეთ სასწავლო პროცედურები

29.05.2016

ტრენინგის მე-5 დღე



     ტრენინგის მე-5  დღეს ვნახეთ უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა. გავარჩიეთ უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები. ჩვენს  მიერ შექმნილი პრეზენტაციით ავტვირთეთ ბლოგზე და დრაივში . შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.

ცოტნე დადიანი

ცოტნე დადიანი

28.05.2016

ტრენინგის მეოთხე დღე

 გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. პროექტის გეგმაში გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების ჩეკლისტი.ვისაუბრეტ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოსწავლეთ პროგრესის  შეფასებაზე. დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია

15.05.2016

ტრენინგის მესამე დღე


        მოდული 2-ის მიხედვით ვისაუბრეთ სტანდარტენზე და ინდიკატორებზე, გადმოვწერეთ ინტერნეტიდან და პროექტს მივუსადაგეთ ჩვენთვის სასურველი სტანდარტები და ინდიკატორები. დეტალურად გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და  გავაცანით კოლეგებს. გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები.

14.05.2016

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეტ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში,ავირჩიეთ თემები,ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი. დავიწყეტ მუშაობა პროექტის გეგმაზე.